1877 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ „მამულის წილზედ-ჭერა“ გულისხმობს შემდეგს: როცა გლეხი ბატონის მიწას ამუშავებს და მოსავლის აღების დროს ორივე მათგანი ინაწილებს მას. ეს, არის გლეხის გადასახადი, რომელსაც ბატონს მისივე მიწაზე ცხოვრებისა და მუშაობის გამო უხდის.

წყარო: ივერია, 1877 | 17 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32839 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32839]; წვდომის თარიღი: 2019-10-14