1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ სკოლებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად გამოყოფილი 1000 მანეთიდან დახარჯა 410 მანეთი. სწორედ იმდენი, რამდენის დახარჯვის უფლებაც ჰქონდა მას არსებული ხარჯაღრიცხვით იანვრიდან ივნისამდე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32976 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32976]; წვდომის თარიღი: 2019-09-20