ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32994

ფაქტი 32994

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოსაწყობად გამოყოფილი ადგილის შემოსაღობად და დასამტკიცებლად შემოსავლის ნაშთიდან 205 მანეთი გამოეყოთ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32994; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .