1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნული იყო, რომ სასულიერო სემინარიაში არ ასწავლიდნენ იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის „ქადაგებანს“, მაშინ, როცა ლონდონში მისი თარგმანი დაბეჭვდიდან ერთ წელში გამოიცა.

წყარო: ივერია 1882 | თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33237 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33237]; წვდომის თარიღი: 2019-10-14