1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა „მგზავრის შენიშვნები“. ავტორი სინანულით აღნიშნავდა, რომ სამხრეთ საქართველოს სოფლებში (ხიზაბავრა, ხერთვისი, ქილდა, ტოლოში, მუსხი, ბარალეთი) ყოფა ქართული იყო, მაგრამ სკოლებში ქართული არ ისწავლებოდა.

წყარო: ივერია 1882 | 26 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33266 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33266]; წვდომის თარიღი: 2019-10-14