1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ვგებულობთ, რომ თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწე თბილისის თავად-აზნაურთა საზოგადოება, ქართული დრამატული საზოგადეობა და სხვ. ყოველი წლის გაზაფხულზე გასული წლის ანგარიშს აბარებდნენ საზოგადოებას.

წყარო: ივერია 1882 | 26 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33305 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33305]; წვდომის თარიღი: 2019-10-14