1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა გრ. ყიფშიძის პასუხი ნ. ხუდადოვის წერილზე „ახალგაზრდობის მიმართულება“, რომელშიც ის ქართულ ენაზე მეცნიერების განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე საუბრობდა და აკრიტიკებდა ხუდადოვის აზრს, რომ საქრთველოს სახელმწიფოებრიობა წარსულსიც და აწმყოშიც იყო და არის ფიქცია.

წყარო: ივერია, 1882 | ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33309 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33309]; წვდომის თარიღი: 2019-11-15