1924 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა მთავარი პოლიტკური განათლების განყოფილების გამგის წინადადება, წერა-კითხვის უცოდინართა შემცირების მიზნით საზოგადოებას უნდა მოეწყო მოძრავი და საკვირაო სკოლები, სახალხო კითხვის საღამოები და სხვ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომების ოქმები | 1924-1924
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33380 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33380]; წვდომის თარიღი: 2019-10-15