1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 მარტს ზედამხედველობის კომიტეტმა რევიზია ჩაატარა თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში. ბანკის მიერ განხორციელებული საქმიანობით კომიტეტი კმაყოფილი დარჩა და წარმოადგინა მათ მიერ გაცემული მოკლე და გრძელვადიანი სესხების სია.

წყარო: ივერია, 1877 | 14 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33410 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33410]; წვდომის თარიღი: 2019-10-14