1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა გ. თუმანიშვილის სატატია „ზემსტვო“, ანუ ერობა“, რომელშიც ავტორი აღწერს თვითმმართველობის როლს და სიკეთეს საზოგადოებაში: „არჩეული პირი საზოგადოების მსახურია, ყურადღებას აქცევს ყველა კანონდარღვევას. აქ კრიტიკა თავისუფალია და მოუფერებელი“ – წერდა ის.

წყარო: ივერია, 1883 | თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33526 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33526]; წვდომის თარიღი: 2019-11-17