1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილი დ. ბაქრაძის სტატიის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ მიხედვით, ევროპაში საქართველოს შესახებ მასალები მოიპოვებოდა „ქართული გარამატიკის წინასიტყვაობაში“ (Elements de la Langue Georgienne; გამოიცა 1837 წელს პარიზში), რომლის ერთი ნაწილის ავტორი იყო ჰაინრიხ იულიუს კლაპროთი, ხოლო მეორესი – მარი ბროსე.

წყარო: ივერია, 1883 | მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33552 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33552]; წვდომის თარიღი: 2019-12-07