ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33559

ფაქტი 33559

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა, რომ 1832 წელს ჰაინრიხ კლაპროთმა ქართული გრამატიკის შედგენა დაიწყო (თავისივე გადმოცემით, ის იტალიელი მისიონერის ხელნაწერით ხელმძღვანელობდა). 1835 წელს მისი გარდაცვალების გამო გრამატიკის ბეჭდვა მარი ბროსეს მიენდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33559; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .