ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33573

ფაქტი 33573

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა, რომ მარი ბროსეს ნაშრომში „Elements de la Langue Georgienne" შეტანილი იყო სრული კატალოგი ქართული მანუსკრიპტებისა, რომელიც „აზიურ საზოგადოებას“ (დაფუძნდა პარიზში 1822 წელს, ანტუან სენ-მარტინის მიერ) ეკუთვნოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33573; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .