1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის მანუსკრიპტების რიცხვში აღმოჩნდა ძველისძველი ეტრატზე ნაწერი წიგნი: „სალიტურგიო კონდაკი“ სრული კალენდრით და სვინაქსარი, რომელიც ფისელის (აწყურის მახლობლად) ღვთისმშობლის მონასტრის საკუთრებას შეადგენდა. ეს აღაპები მთლიანად ჩართული იყო მარი ბროსეს 1829 წელს გამოცემულ წიგნში „Chroniqe Georgienne".

წყარო: ივერია, 1883 | მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33574 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33574]; წვდომის თარიღი: 2019-12-07