1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ან. ღულაძის სტატია „სკოლა და კომიტეტი“, რომელშიც ავტორი წუხდა, რომ საზოგადოებრივ სკოლებს, რომელთაც მართავდა კომიტეტი, ამ კომიტეტისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო, მათ შორის სასწავლო პროცესში, რაც აფერხებდა სკოლის განვითარებას.

წყარო: ივერია, 1883 | 30 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33652 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33652]; წვდომის თარიღი: 2019-11-19