1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ გაკრიტიკებული იყო სერგეი მესხი იმის თაობაზე, რომ მან თავის გამოსათხოვარ სიტყვაში (ავადმყოფობის გამო დატოვა გაზეთ „დროების“ რედაქტორის თანამდებობა) არ ახსენა ნ. ნიკოლაძე, გ. წერეთელი, დ. მიქელაძე, კ. ლორთქიფანიძე და მათი ღვაწლი გაზეთ „დროების“ განვითარების საქმეში.

წყარო: ივერია, 1883 | 30 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33658 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33658]; წვდომის თარიღი: 2019-11-19