1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ გაკრიტიკებული იყო სერგეი მესხი იმის თაობაზე, რომ მან თავის გამოსათხოვარ სიტყვაში (ავადმყოფობის გამო დატოვა გაზეთ „დროების“ რედაქტორის თანამდებობა) არ ახსენა მელიქოვის სტამბა, რომელიც 14 წლის განმავლობაში გაზეთ „დროებას“ უსასყიდლოდ ბეჭდავდა.

წყარო: ივერია, 1883 | 30 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33659 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33659]; წვდომის თარიღი: 2019-12-16