1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 5-6; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის სტატიაში „სამი ძველი ვარიანტი ქართულის ოთხთავისა ანუ სახარებისა“, ავტორი გვაწვდის ცნობას, რომ სახარების მეთერთმეტე საუკუნის (გიორგი მთაწმინდელისეული) თარგმანის ადრინდელი ვარიანტი შესაძლებელია ყოფილიყო 936 წელს მეფე სუმათისთვის გადაწერილი ოთხთავი, რომელიც ჯრუჭის მონასტერში (იმერეთში) იყო დაცული. (ეს ხელნაწერი უნახავს მარი ბროსეს 1848 წელს).

წყარო: ივერია, 1883 | მაისი-ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33662 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33662]; წვდომის თარიღი: 2019-12-16