1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ ზოგიერთ სოფელში შეჩერდა საზოგადოების სკოლების გახსნა, რადგან სახალხო სკოლების დირექცია სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან რუსული ენის სწავლების შემოღებას ითხოვდა.

წყარო: ივერია, 1883 | ივლისი-აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33685 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33685]; წვდომის თარიღი: 2019-11-18