მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 16 მაისს ცაგერში მითაიშვილს სწერს, რომ, ცირკულარის თანახმად, სასწავლო წელი 31 მაისს უნდა დასრულდეს, განსაკუთრებული პირობების გამო შესაძლებელია მოსწავლეთს ადრე დათხოვნაც.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3371 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3371]; წვდომის თარიღი: 2019-09-23