ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33770

ფაქტი 33770

1924 წლის 3 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჭიათურის საბჭოთა წიგნის მაღაზიის გამგის, გედევან ღამბაშიძის თხოვნა „Русское слово“-ს I ნაწილის, „აკიდოსა“ და ბოტანიკის სახელმძღვანელოს ნისიად დათმობის შესახებ. ღამბაშიძეს თავდებად უდგებოდა ადგილობრივი შრომის სკოლის დირექტორი იპოლიტე ვართაგავა. გამგეობამ დაადგინა, ღამბაშიძისთვის 180 მანეთის წიგნები მიეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33770; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .