1924 წლის 24 ნოემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის აღმასკომის პრეზიდიუმის თავმჯდომარის განკარგულება ქირის გადაუხდელობის გამო საზოგადოების წიგნის მაღაზიისა და კანცელარიის დახურვის შესახებ. გამგეობის დადგენილებით, დავით კარიჭაშვილი და ვარლამ ბურჯანაძე ქალაქის აღმასკომის პრეზიდიუმის თავმჯდომარეს უნდა შეხვედროდნენ და ქირის შემცირება ეთხოვათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომების ოქმები | 1924-1924
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33773 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33773]; წვდომის თარიღი: 2019-11-22