1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა განცხადება ჟურნალ „დროების“ (გამომცემელი გ. ქართველიშვილი, რედაქტორი – ი. მაჩაბელი) 1884 წლის ნიმრების ხელმოწერაზე. ხელმოწერა შესაძლებელი იყო ჟურნალის რედაქციაში; სიმონ სონოვის ქუჩაზე, ნაზაროვის სახლში (პირველი კლასიკური გიმნაზიის უკან), თელავში – ვანო როსტომაშვილთან, ქუთაისში – ჭილაძეების წიგნის მაღაზიაში, ბათუმში – „წერა-კითხვის“ მასწავლებელთან – მ. ი. ნათაძესთან, გორში – საზოგადოების დეპოში, აღალო თუთაევთან.

წყარო: ივერია, 1883 | ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33775 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33775]; წვდომის თარიღი: 2019-11-22