ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33779

ფაქტი 33779

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა განცხადება საყმაწვილო საკითხავი სურათებიანი ჟურნალის „ნობათის“ გამოცემის თაობაზე (რედაქტორ-გამომცემელი ა. ღულაძე). ჟურნალში ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები, მოგზაურობა, ეპიზოდური მოთხრობები ისტორიიდან, ამბები გეოგრაფიიდან და ბუნების მეცნიერებიდან, ანდაზები, გამოცანები, არითმეტიკული ამოცანები, რებუსები, სიმღერები და ნოტები დაიბეჭდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33779; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .