1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა განცხადება საყმაწვილო საკითხავი სურათებიანი ჟურნალის „ნობათის“ გამოცემის თაობაზე (რედაქტორ-გამომცემელი ა. ღულაძე). ჟურნალი გამოიცემოდა ყოველთვიურად, პედაგოგიური ნაწილის დამატებით. დამატებაში მშობელთა და აღმზრდელთათვის ყმაწვილთა აღზრდისა და სწავლის შეასახებ სტატიები, პედაგოგიური თხზულებების კრიტიკული და ბიბლიოგრაფიული პუბლიკაციები დაიბეჭდებოდა.

წყარო: ივერია, 1883 | ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33780 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33780]; წვდომის თარიღი: 2019-11-22