1962 წლის 5 თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ევგენი ხარაძეს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო სამხრეთ საქართველოს შესახებ თავისი ნაშრომის რამდენიმე ფურცელი ნაჩქარევად დაწერა და მათი დაბრუნება სთხოვა შესამოწმებლად და შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაბეჭდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

წყარო: ქრისტინე შარაშიძის წერილი ევგენი ხარაძისადმი. აცნობებს, რომ უგზავნის თავის ნაშრომს. სთხოვს უკან დაუბრუნოს შესამოწმებლად და შესავსებად გამოსაქვეყნებლად გადაცემული ფურცლები, 1962 | 5 თებერვალი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3379 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3379]; წვდომის თარიღი: 2019-10-20