ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33869

ფაქტი 33869

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე – ილია ჭავჭავაძე) წლიურ კრებაზე ფეხზე წამოდგომით პატივი მიაგეს საზოგადოების პირველი თავმჯდომარისა და დამფუძნებელი წევრის, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის ხსოვნას. გადაწყვიტეს, მისი მეუღლისთვის სამძიმარი წერილობით გამოეცხადებინათ, ყიფიანის სურათი კი სამუდამოდ კანცელარიაში დაეტოვებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33869; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .