ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3391

ფაქტი 3391

1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფიო პეტრეს ასული ეპიტაშვილის თხოვნა. მიეცეს მას საკომისიოდ წიგნები. მან და მისმა ამხანაგებმა განიზრახეს წიგნის მაღაზიის გახსნა ქ. თბილისში. გამგეობამ დაადგინა, საკითხი ჯერჯერობით ღია დაეტოვებინათ, ვინაიდან თბილისში საკომისიოდ წიგნები არავის ეთმობოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3391; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .