ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33920

ფაქტი 33920

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N4; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნებულ პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხულ მონოგრაფიაში „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“ ავტორი აღნიშნავდა, რომ ძველი ქართული ხელნაწერები სინის მთაზე ორ ადგილას ინახებოდა: პაპირუსის „დავითნი“ და სამი სხვა უნციალური ხელნაწერი ბნელ ოთახში, საარქიეპისკოპოსო დარბაზის მომიჯნავედ, დანარჩენი კი – სარდაფში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33920; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .