ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33922

ფაქტი 33922

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას მთაზე არსებული ქართული ხელნაწერებიდან ერთი მეექვსე-მეშვიდე საუკუნის პაპირუსის „დავითნი“ იყო, 63 ეტრატისა კი – მერვე საუკუნიდან დაწყებული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33922; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .