1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარელის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას მთაზე არსებული ქართული ხელნაწერებიდან ყველა სასულიერო შინაარსის იყო, ზოგიერთი მდიდრულად გაფორმებულიც.

წყარო: ივერია, 1884 | აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33923 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33923]; წვდომის თარიღი: 2019-12-08