1919 წლის 10 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილმა (მდივანი ი. ხონელიძე) განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს აცნობა, რომ პარტახტიანი სახადი ძლიერდებოდა, რადგან სკოლა სენის გაძლიერების ერთგვარი კერა იყო, ცაგერის სკოლებში 9 მაისიდან სწავლა დროებით შეწყდა.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3394 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3394]; წვდომის თარიღი: 2019-09-19