1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარელის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ  მე-7 საუკუნის დამდეგს, როდესაც პალესტინაში არაბები ჩნდებიან, ქართველებს ისინი უფრო ნაკლებად ავიწროვებდნენ, ვიდრე ბერძნები.

წყარო: ივერია, 1884 | მაისი – ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33967 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33967]; წვდომის თარიღი: 2019-12-07