ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3399

ფაქტი 3399

1919 წლის 19 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილი განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს სწერს, რომ მფრინავი ჯარის II პოლკში ჯარისკაცად მსახურობს დავით ბაბლუანი, პროფესიით მასწავლებელი სოფელ ჩაილურიდან. მისი თქმით, ლეჩხუმის მაზრა საერთოდ, კერძოდ კი სვანეთი მასწავლებლებით ძალიან ღარიბია. ამის გამო ის განათლების მინისტრს სთხოვს სამხედრო მინისტრთან შუამდგომლობას ბაბლუანის განთავისუფლებისა და ერობის განკარგულებაში გაგზავნისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3399; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .