ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33993

ფაქტი 33993

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯვრის მონასტერში ინახებოდა მე-11 საუკუნეში ქართულად გადაწერილი ბიბლია.(ეს იყო სიძველით მეორე ბიბლია, პირველი ეკუთვნოდა მე-10 საუკუნეს, რომელიც ივერთა მონასტერში ინახებოდა).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33993; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .