1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ათონის მთაზე მდებარეობდა სოფელი ერისო, სადაც ქართველების (გურჯების) 40 ოჯახი ცხოვრობდა.

წყარო: ივერია, 1884 | მაისი – ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33996 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33996]; წვდომის თარიღი: 2019-12-07