1918 წლის 26 ნოემბერს ხაშურის მიხაილოვის სახელობის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროსაგან ხაშურის ქალთა გიმნაზიის უფროსი კლასების რუსულის მასწავლებელ ანა ბახარევსკაიასთვის თავის სკოლაში 12 საათის დამატების ნებართვა ითხოვა.

წყარო: შუამდგომლობები განათლების სამინისტროსადმი სოფელ ველევის (რაჭა) სკოლისთვის ხე-ტყის უფასოდ დათმობის, საზღვარგარეთ სპეციალური სწავლის მისაღებად სამტრედიის ქალაქის კანდიდატის არქიპო ახობაძის შესახებ, დებულება საყოველთაო სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3407 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3407]; წვდომის თარიღი: 2019-10-18