1918 წლის 21 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის N28634 განკარგულების თანახმად ევდოკია თვალაძე თავდაპირველად ქუთაისის ქალთა პირველ გიმნაზიაში რუსული ენისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად, ხოლო შემდეგ – შტატის მასწავლებლად დაინიშნა. წლიური ხელფასი 1208 მანეთს შეადგენდა.

წყარო: შუამდგომლობები განათლების სამინისტროსადმი სოფელ ველევის (რაჭა) სკოლისთვის ხე-ტყის უფასოდ დათმობის, საზღვარგარეთ სპეციალური სწავლის მისაღებად სამტრედიის ქალაქის კანდიდატის არქიპო ახობაძის შესახებ, დებულება საყოველთაო სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3410 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3410]; წვდომის თარიღი: 2019-10-21