1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, გაზეთ „კავკაზს“ პეტერბურგიდან სწერდნენ, რომ სახელმწიფო სასახლის უწყებამ, რომელმაც კახეთში ვენახები შეიძინა, შამპანურისა და კონიაკის მომზადების შესასწავლად დიკენსონი საზღვარგარეთ გააგზავნა, რათა შემდგომ კახეთში დაბრუნებულიყო და ღვინის წარმოება გაეუმჯობესებინა. (1887-91 წელს ის წინანდლის მარნის პირველი მეღვინე იყო).

წყარო: ივერია, 1887 | 6 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34277 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34277]; წვდომის თარიღი: 2020-01-26