1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს რაჟდენ ხუციშვილის „ფიზიკის“ დაბეჭდვის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, უნდა დაებეჭდათ 3000 ცალი. ჰონორარის სახით მას ცალზე ორმოცი კაპიკი უნდა მისცემოდა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34307 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34307]; წვდომის თარიღი: 2020-01-25