სკოლის გამგე ტრიფონ სანებლიძისა და მასწავლებელ ანტონ ავალიანის ანგარიშის მიხედვით, 1919 წლის 21 მაისს დამთავრდა სწავლა ხონჭიორის ორკომპლექსიან სასწავლებელში. I განყოფილებიდან მეორეში გადავიდა 21 მოწაფე, მეორიდან მესამეში – 6; მესამედან IV განყოფილებაში – 13; დაამთავრა სამმა მოწაფემ. მოწაფეთა მცირერიცხოვანი გადაყვანა იხსნებოდა ჯერ ისპანკის, შემდეგ შავი ჭირის გავრცელების გამო 4 თვით სწავლის შეწყვეტით. ეს ეცნობა მ. გავაშელს.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3435 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3435]; წვდომის თარიღი: 2019-09-17