1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაბათის საქველმოქმედო საზოგადოების ქართული სკოლის გამგეობის თავმჯდომარის დეპეშა განათლების მინისტრისა და გამგეობის მიმართ, რომელშიც ითხოვდა ახალციხის ერთადერთი ქართული სკოლის შენახვას. გამგეობის განჩინებით, უნდა შეგროვილიყო ცნობები განათლების სამინისტროში შუამდგომლობასთან დაკავშირებით და წიგნების საკითხი გადაედო, ვიდრე მიიღებდა საჭირო წიგნების ნუსხას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3442 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3442]; წვდომის თარიღი: 2019-09-21