ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3446

ფაქტი 3446

1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: ქშწკგ საზოგადოების სკოლებში მასწავლებლის ადგილს თხოულობდნენ მარიამ სოფრომის ასული სახელაშვილი, სილოვან (ჭიჭიკო) სიმონის ძე ხუნდაძე, მიხეილ ივანეს ძე კიკნაძე, ოლღა ხაინდრავა-საბაშვილი, ვალერიან თუთბერიძე. მასწავლებლების ადგილები თავისუფალი იყო ყალამშის, გომარეთის, გერგეთისა და ატენის სკოლებში. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3446; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .