ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35002

ფაქტი 35002

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს თხოვნა ვლადიმერ გობეჩიას ნეშთის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა გობეჩიას ნეშთი პანთეონში, კიტა აბაშიძის საფლავის გვერდით დაეკრძალათ და შეემუშავებინათ საერთო სახელმძღვანელო გეგმა მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35002; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .