ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35197

ფაქტი 35197

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის თხოვნა, რომ ბათუმში ქართული სკოლა ისევ გახსნილიყო. თუ სკოლის გახსნა ვერ მოხერხდებოდა, მაშინ გამგეობას სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე უნდა აღეძრა შუამდგომლობა, ბათუმის სკოლის მასწავლებლებისთვის მიეცათ შესაფერისი ადგილი ქუთაისში ან თბილისში. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი ბათუმის ბედის გადაწყვეტის შემდეგ უნდა განეხილათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35197; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .