1921 წლის 25 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შორაპნის მაზრის გამგეობის თავჯდომარის, ბუაჩიძის დეპეშა აკაკის მიერ ნაანდერძევი სხვიტორის მამულის ერობისთვის გადაცემის შესახებ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გასული წლის მარტის ბოლო რიცხვებში დაადგინა, ზემოაღნიშნული მამული გადასცემოდა შორაპნის ერობის გამგეობას, ანდერძის თანახმად, აკაკისეულ სახლში ქალთა სკოლის გახსნისა და მისი შენახვის პირობით. დასტური მამულის ჩაბარების შესახებ დადებითი პასუხის შემდეგ გაიგზავნებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3533 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3533]; წვდომის თარიღი: 2019-09-21