1921 წლის 25 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გადაფასების შესახებ საკითხი, რომელიც წინანდელ სხდომაზე იყო დასმული და პრეზიდიუმს მიენდო. პრეზიდიუმმა გამგეობას დასამტკიცებლად წარმოუდგინა თავიანთი გადასინჯული და ცვლილებაშეტანილი ს. ბახტაძის (მაღაზიის გამგე) მიერ წარმოდგენილი გადაფასების სია. გამგეობის განჩინებამ მიიღო პრეზიდიუმის ნორმა, რასაც ს. კიკვაძე არ ეთანხმებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3538 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3538]; წვდომის თარიღი: 2019-08-20