ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3539

ფაქტი 3539

1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჭყონაგორის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს (დაარსდა 1917 წელს) თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის გადაცემა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3539; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .