ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3540

ფაქტი 3540

1921 წლის 25 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება ნ. ნაკაშიძის მიერ საბვშვო წიგნის „ჩვენებური ფრთოსნების" გამოსაცემად წაღებული 18 ფუთი (1 ფუთი ტოლია 16, 38 კგ) ქაღალდის შესახებ. პრეზიდიუმის აზრით, ნ. ნაკაშიძეს უნდა გადაეხადა 15.000 მანეთი. სულ 270.000 მანეთი. ამ ფულის ანგარიშში მას უნდა წარმოედგინა 2250 ცალი გამოცემული წიგნი 20% დაკლებით. გამგეობის განჩინებაზე მიიღეს პრეზიდიუმის წინადადება. თუ ნ.ნაკაშიძე პრეზიდიუმის წინადადებას შეუძლებლად დაინახავდა, ამ შემთხვევაში, მას ვალი უნდა გადაეხადა ქაღალდის დაბრუნებით ორი თვის ვადაში. თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3540; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .