ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35792

ფაქტი 35792

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლისთვის აუცილებელი და საჭირო იყო: ჯუღელის წერის დედანი, გოგებაშვილის „დედა ენა“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანების კრებული,“ პირველი ნაწილი. ღარიბ მოსწავლეთათვის საჭირო იყო 6 ცალი „დედა ენა“, 2 ცალი „არითმეტიკის კრებული“, 5 ცალი წერის დედანი, 3 ასპიდის დაფა, 1 დუჟინი გრიფელი, ერთი დუჟინი ფანქარი და რამოდენიმე დუჟინი რკინის კალამი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35792; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .